ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 250-მდე მეომარი მოკლეს


ამერიკული F-16 ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე
ამერიკული F-16 ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე

ერთთვიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, ავღანეთის ძალებმა, რომელსაც ზურგს ჰაერიდან ამერიკის შეერთებული შტატების ავიაცია უმაგრებდა, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 250-მდე მეომარი გაანადგურა. ინფორმაციას ავღანეთის ოფიციალური წყაროები ავრცელებენ.

ავღანეთის არმიის ადგილობრივი პრესსპიკერი “ამერიკის ხმასთან” საუბარში ამბობს, რომ პაკისტანის საზღვართან მდებარე აღმოსავლეთ პროვინციის რამდენიმე სოფელი „დაეშის“ მებრძოლებისგან მთლიანად გაწმენდილია. ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ასევე გათავისუფლებულია 26 მძევალი და ტყვედ არის აყვანილი ჯიჰადისტური დაჯგუფების 15-მდე მეომარი.

XS
SM
MD
LG