ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დრონის თავდასხმამ ავღანეთში თალიბანის უფროსი ლიდერი გაანადგურა


ავღანეთის თალიბანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ავღანეთში ამერიკული დრონის იერიშის შედეგად მისი ერთ-ერთი უფროსი მეთაური იქნა მოკლული, რომელიც იმ ამბოხებულებს მეთაურობდა, რომლებმაც 2015 წელს, ცოტა ხნით, ყუნდუზის პროვინციის დედაქალაქი დაიპყრეს.

დღეს, თალიბანის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ კვირას, ყუნდუზის პროვინციის დაშტი არჩის ოლქში, მოლა აბდულ სალამი და მისი რამდენიმე საკვანძო მეთაური იქნა ლიკვიდირებული.

ისლამისტი მეამბოხეების წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა დაადასტურა, რომ რაკეტები, რომელმაც სალამი მოკლა, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან იქნა გაშვებული.

XS
SM
MD
LG