ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საკონსულოზე ავღანეთში იერიში მიიტანეს


თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაცვის 2 ავღანელი თანამშრომელი და დაშავდა 20 ადამიანი

ავღანეთის დასავლეთში ქალაქ ჰერატში მდებარე ამერიკის საკონსულოზე პარასკევ დილას მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაცვის 2 ავღანელი თანამშრომელი და დაშავდა 20 ადამიანი.

ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში თავი აიფეთქა, რის შემდეგაც მეამბოხეები შენობას საიერიშო იარაღითა და რეაქტიული ყურმბარებით დაესხნენ თავს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტის დროს საკონსულოს ამერიკელი თანამშრომლები არ დაშავებულა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეტაკების დროს ლიკვიდირებული იქნა 5 ტერორისტი, რომლებსაც შაჰიდის ქამრები ეკეთათ.
XS
SM
MD
LG