ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერიში ამერიკის სამხედრო ბაზაზე


ავღანეთში, პაკისტანის საზღვართან მომხდარ ინციდენტში 3 თალიბი მეომარი დაიღუპა

ავღანეთში შეერთებული შტატების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა. პაკისტანის საზღვართან მომხდარ ინციდენტში 3 თალიბი მეომარი დაიღუპა.

ოფიციალური წყაროების ცნობით, თავდამსხმელებმა ორშაბათს გამთენიისას რამდენიმე მანქანას ცეცხლი მოუკიდეს და სამხედრო ბაზას სროლა აუტეხეს, თუმცა იქ შეღწევა ვერ შეძლეს. ნატოს განცხადებით, ინციდენტში ალიანსის არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. მომხდარ იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG