ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერორისტული თავდახმები მოხდა


მეამბოხეებმა ავღანეთში მდებარე ნატო-ავღანეთის სახმედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში

ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში თალიბთა მიერ ზუსტად გათვლილი თავდასხმების შედეგად 15 პოლიციელი დაიღუპა.
გუშინ ფარას პროვინციაში რეგიონის მთავარ გზატკეცილზე თალიბები პოლიციელებს პატრულირების დროს დაესხნენ თავს. დაშავებულია 10 პოლიციელი.

გუშინ დილით მეამბოხეებმა ავღანეთში მდებარე ნატო-ავღანეთის სახმედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში. თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

10 პოლონელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაშიც. მეამბოხეები შეეცადნენ სამხედრო ბაზაზე იერიში დანაღმული ავტომობილით მიეტანათ. ერთსაათიანი სროლის შემდეგ 10 მეამბოხე იქნა ლიკვიდირებული.
XS
SM
MD
LG