ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა 4 ინჟინერი და 2 მუშა სიკვდილით დასაჯეს


დაღუპულები კვირას გაიტაცეს, მათი გვამები კი დღეს აღმოაჩინეს

ავღანეთში თალიბებმა სიკვდილით დასაჯეს 6 ადამიანი, რომელიც ქვეყნის დასავლეთში მდებარე პროვინციაში განვითარების პროგრამაში მუშაობდნენ. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ისინი ავღანეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც კვირას გაიტაცეს. მათი გვამები კი დღეს იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ადამიანები ადგილობრივი მიწათმოქმედების განვითარების პროგრამაში მუშაობდნენ, რომელიც ნაწილობრივ მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება. 6 ავღანელიდან 4 სპეციალობით ინჟინერი იყო. პაკისტანში მყოფმა ქვეყნის პრეზიდენტმა ისლამაბადს თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით „უდანაშაულო ინჟინრების და მუშების სიკვდილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თალიბების უცხოელ ხელმძღვანელებს ქვეყნის მუდმივ სიღარიბეში და დაბალი განვითარების ეტაპზე დატოვება სურთ“.
XS
SM
MD
LG