ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ალასანია ავღანეთში ჩავიდა


ალასანია ავღანეთის თავდაცვის მინისტრს ბისმილა ხან მოჰამადის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარასკევს ავღანეთში ჩავიდა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ქართველი ჯარისკაცების სამხედრო ბაზის აფეთქების შემდეგ, რასაც 7 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ირაკლი ალასანია ავღანეთის თავდაცვის მინისტრს ბისმილა ხან მოჰამადის შეხვდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას ავღანეთში ინტერნაციონალური ძალების შემადგენლობაში გაწეული მსხვერპლის გამო.
გუშინდელი თავდასხმის შემდეგ საქართველოს დანაკარგებმა ავღანეთში 30 ჯარისკაცს მიაღწია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.
XS
SM
MD
LG