ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალ ჯოზეფ დანფორდის განცხადება


გენერალ ჯოზეფ დანფორდი მწუხარებას გამოთქვას ავღანეთში დაღუპული 7 ჯარსიკაცის დაღუპვის გამო

აშშ თავდაცვის სამინისტრო უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების (ISAF) სარდლის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის განცხადებას აქვეყნებს: "გუშინ ჩვენ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზაზე მიტანილი იერიშის დროს 7 ქართველი მოსამსახურე დავკარგეთ. უღრმეს სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და მათ თანამებრძოლებს. მათი ხსოვნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება და არასოდეს დავივიწყებთ თქვენს სამსახურს და მსხვერპლს, რომელიც თქვენ გაიღეთ. ქართველი ჯარისკაცები ყოველთვის სიმტკიცით და ყველაზე რთული დავალებების შესრულების სურვილით გამოირჩეოდნენ. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით თქვენ მიერ გამოჩენილი ერთგულებისთვის და საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.“
მომხდართან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც, მან წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს, სადაც სამძიმარს უცხადებს სრულიად საქართველოს და დაღუპულების ოჯახებს. იგი გამოთქვამს რწმენას, რომ ანალოგიური ინციდენტები, რამდენადაც ტრაგიკული არ უნდა იყოს ისინი, ნატოს მოკავშირეებს არ გადაახვევინებს დასახული მიზნიდან, რაც ავღანეთში, ავღანელი ხალხისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
XS
SM
MD
LG