ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ანტი-ამერიკული დემონსტრაციები გრძელდება


ავღანეთში ანტი-ამერიკული დემონსტრაციები გრძელდება

ჰერატში მდებარე ამერიკის საკონსულო უარყოფს ინფომაციას მსხვერპლის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სამხედრო მათალჩინოსნებმა არაერთხელ მოიხადეს ბოდიში ავღანეთში მუსლიმების წმინდა წიგნი ყურანის დაწვასთან დაკავშირებით, ავღანეთსა და პაკისტანში ანტი-ამერიკული დემონსტრაციები არ წყდება.

პარასკევის საღამოს ლოცვების შემდეგ ათასობით ადამიანი კვლავ შეიკრიბა და „სიკვდილი ამერიკას“ შეძახილით რამდენიმე საათიანი დემონსტრაცია გამართა.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ ჰერატში ამერიკის საკონსულოს წინ გამართული მიტინგის 9 მონაწილე მას შემდეგ დაიღუპა, რაც დემონსტრაციას ძალადობრივი ხასიათი მიეცა. ჰერატში მდებარე ამერიკის საკონსულო უარყოფს ინფომაციას მსხვერპლის შესახებ.

XS
SM
MD
LG