ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ნატოს სამხედრო ბაზასთან ავღანეთში


აფეთქება ნატოს სამხედრო ბაზასთან ავღანეთში

ავღანეთში ჯალალაბადის აეროპორტთან მდებარე ნატოს სამხედრო ბაზის შესასვლელთან კამიკაძეს მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო ეს აქცია, რომელსაც არაჰუმანური და ანტი-ისლამური უწოდა. დაღუპულთა შორის 6 სამოქალაქო პირი, ავღანელი ჯარისკაცი და ორი მცველია, დაჭრილია 12 ადამიანი.

თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით ეს თავდასხმა ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ყურანების ასეულობით ეგზემპლარის დაწვის საპასუხოდ განხორციელდა. ამ ინციდენტის შემდეგ ავღანეთში საყოველთაო ამბოხება დაიწყო, რამაც 30 ადამიანის, მათ შორის ამერიკელი სამხედროების სიცოცხლე შეიწირა.

ავღანეთში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის ბრიგადის გენერლის კარსტენ იაკობსონის განცხადებით: “ამჟამად ავღანეთში სიტუაცია ისეთი დაძაბულია, რომ თალიბები ამ ქვეყანაში მომხდარ ყველა აქციაზე პასუხილმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.“

ავღანეთში გრძელდება გააფთრებული ხალხსი გამოსვლები მიუხედავად იმისა რომ შეერთებული შტატების პრრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბოდიში მოიხადა აღნიშნული ინციდენტის გამო.

XS
SM
MD
LG