ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აშშ-ის ბაზასთან მიტინგი გაიმართა


ავღანეთში აშშ-ის ბაზასთან მიტინგი გაიმართა
ავღანეთში აშშ-ის ბაზასთან მიტინგი გაიმართა

ავღანეთში მდებარე ამერიკის ერთ-ერთ უმთავრესი სამხედრო ბაზის წინ 2000-მდე ადამიანმა საპროტესტო დემონსტრაცია გამართა. მიტინგის გამართვის მიზეზი ბაზაზე ყურანის და სხვა რელიგიური წიგნების არასწორი გადაყრის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გახდა.

დემონსტრაცია ანტი-ამერიკული მოწოდებებით და ლოზუნგებით ბაზასთან რამდენიმე საათი გაგრძელდა. როცა მონაწილეებმა ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვების სროლა და ცეცხლის დანთება დაიწყეს, ბაზის დაცვის სამსახურმა მათ რეზინის ტყვიებით ცეცხლი გაუხსნა.

ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის მთავარსარდალმა ამერიკის არმიის გენერალმა ჯონ ალენმა დღეს მუსლიმთა რელიგიური წიგნების გადაყრასთან დაკავშირებით ბოდიშის წერილი გამოაქვეყნა და საქმის დაუყოვნებელი გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG