ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის სასამართლოსთან აფეთქებაში 20 ადამიანი დაიღუპა


აფეთქება მოხდა დღეს ქაბულის უზენაეს სასამართლოსთან. სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლის უმეტესობა სასამართლოს თანამშრომელია.

დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად მოხდა. ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. იერიშამდე ერთი დღით ადრე, გაერომ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო 11 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 2016 წელი ამ მონაცემით, 2009 წლის შემდეგ ყველაზე მსხვერპლიანი იყო.

XS
SM
MD
LG