ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის თალიბანმა პრეზიდენტ ტრამპს „ღია წერილი“ გაუგზავნა


თალიბანი
თალიბანი

თალიბანმა, თავის ე.წ. „ღია წერილით“ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა დაასრულოს, როგორც თვითონ უწოდა, ამერიკული „უსარგებლო“ და „მოუგებელი“ ომი ავღანეთში.

თალიბანის პრეს მდივან ზაბიულა მუჯაჰიდის მიერ დაწერილი წერილის ასლი ჟურნალისტებს დღეს გადასცეს.

ტრამპის ადმინისტრაციისგან ამ წერილზე დაუყოვნებელი რეაქცია არ ყოფილა.

წერილი შეერთებულ შტატებს, 15 წლის წინ ავღანეთში ომის დაწყებას სდებს ბრალს და ორივე მხარის მიერ მუდმივად, ცოცხალი ძალის და მატერიალური დანაკარგების პრინციპულ მიზეზად, ქვეყანაში „უცხო შემოჭრილი ძალების“ ყოფნას ასახელებს.

XS
SM
MD
LG