ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის ბედი ავღნეთში


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა

პანეტა: ავღანეთში წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის სამხედრო კონტიგენტი იქნება შენარჩუნებული ავღანეთში 2014 წლის შემდეგ, მიღებული არ არის. თუმცა, თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას თქმით, ალ ყაიდასა თუ სხვა დაჯგუფებების მხრიდან ჯერ კიდევ არსებული ტერირიზმის საფრთხეები, აგრეთვე, ავღანეთის სამხედრო შენაერთების წვრთნის გაგრძელების აუცილებლობა იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის შემდეგ ამერიკამ ჯარების გარკვეული კონტიგენტი უნდა შეინარჩუნოს ავღანეთში.

ისრაელის თავდაცვის მდივანთან, ეჰუდ ბარაკთან გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე პენტაგონში, ლეონ პანეტამ განაცხადა:

„ფუნდამენტური მისია ავღანეთში არის ისეთი ავღანეთის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დამოუკიდებლად მართვა, ასევე, იმის უზრუნველყოფა, რომ ალ ყაიდასთვის ავღანეთი არასოდეს აღარ იყოს თავშესაფარი, საიდანაც ის შეერთებულ შტატებსა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე თავდასხმების განხორციელებას შეძლებს. მიზანი აქ წარმომადგენლობის შენარჩუნებაა.”
XS
SM
MD
LG