ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთისთვის 2014 წელი არ იცვლება


ავღანეთისთვის 2014 წელი არ იცვლება

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ავღანეთში უსაფრთხოებაზე კონტროლი ქვეყნის არმიას და პოლიციას 2014 წლისთვის გადაეცემა. საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა ბრიგადის გენერალმა კარსტენ იაკობსენმა გუშინ განაცხადა, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე მმართველობა აშკარად გაუმჯობესებულია და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. იაკობსენის თქმით, გეგმის თანახმად 2012 წლის ნოემბრისთვის 350 ათასზე მეტი ავღანელის გაწვრთნა უნდა დასრულდეს.

ნატო ამჟამად თავისი გეგმის პირველი ფაზაზე იმყოფება, რომიოც ავრანეტსი არმიია პოლიცისთვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარებას დაახლოებით სამ წელიწადში ითვალისწინებს. ამასობაში კი მარტის შემდეგ ავღანეთში ძალადობა საგრძობლად გაიზარდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ კარზაის განკარგულებით, 7 პროვინციაში პასუხისმგებლობა უკვე ადგილობრივმა ძალებმა აიღეს.

XS
SM
MD
LG