ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მეათე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში მეათე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე მეათე დაღუპული ჯარისკაცია, მას შემდეგ რაც ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას საქართველო 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა.

დღეს ამ თემაზე ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის უფროსი ბატონი თენგიზ გოგოტიშვილი საუბრობს.

-" რა თქმა უნდა ყოველთვის როცა საუბარია მსხვერპლზე, საუბარია დაღუპულ ჯარისკაცებზე ძალიან რთულია თქმა იმისა რომ მისი სიკვდილი ძალიან შორს რამდენიმე ათასი კილომეტრიდან შორს საკუთარი სახლიდან საქართველოსთვის იყო მაგრამ რეალურად თუ კი კარგად დავფიქრდებით და ამ ლოგიკით ვხელმძღვანელობთ საქართველო როდესაც გზავნის საკუთარ ჯარებს ისეთ შორეულ ქვეყანაში როგორიც არის ავღანეთი რეალურად ეს ასეა ჩვენი ჯარისკაცები იქ იცავენ საქართველოს და ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი კონტიგენტი ნებისმიერი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე იქ იცავს საქართველოს.პირდაპირი ხაზი ლოგიკური დამაკავშირებელი ხაზი ძალიან მარტივია და გაცილებით უფრო მოკლე ვიდრე მანძილი თბილისსა და ქაბულს ან საქართველოსა და ავღანეთს შორის თუნდაც ნორვეგიის ეს ცნობილი ტრაგედია, რომ ავიღოთ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ნებისმიერი ქვეყანა ყველაზე მშვიდი, ყველაზე დაცული, ყველაზე უსაფრთხო ნორვეგიაც კი შეიძლება გახდეს მსხვერპლი და არა მხოლოდ ისლამისტი ტერორისტების თავდასხმისა არამედ საკუთარი ნორვეგიაში გაზრდილი ნორვეგიელი მოქალაქეების ტერაქტისა. ასე რომ ის რომ ქართველები ავღანეთში ებრძვიან ტერორიზმს და მსოფლიო ტერორიზმს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს რომ ტერრიზმი არის მსოფლიო მოვლენა, ტერორიზმი არის გლობალური მოვლენა. გინდ ავრანეთში, გინდ ნორვეგიაში, გინდ საქართველოში, გინდ უგანდაში და გინდ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ტერორიზმი უნდა მოისპოს ეს არის ერთაერთი ამოცანა, მთავარი ამოცანა რომელიც აქვს „აისაფის“ მისიას, რომელიც ხორციელდება ავღანეთში. საქართველოს „აისაფის“ მისიაში შეაქვს მაქსიმალური წვლილი, მაქსიმალური იმ პოტენციალთან შედარებით რაც კი შეიძლება ჩვენი ზომის და ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანას შეიძლება ქონდეს. მოგეხსენებათ, რომ მომავალ წელს საქართველო დაამატებს კიდევ ერთ ბატალიონს თავის კონტიგენტს „აისაფში“ და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გადააჭარბებს 1500 ადამიანს ამით საქართველო გახდება ქვეყანა რომელსაც ნატოს არა წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტიგენტი ეყოლება ავღანეთის ოპერაციაში. ეს არ არის მარტივი არც ტექნიკური თვალსაზრისით, არც ადამიანური თვალსაზრისით თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე ათეული ჯარისკაცი დაგვეღუპა ამ თვეების და წლების განმავლობაში ავღანეთში, მაგრამ საქართველო აბსოლუტურად განზრახ მიდის ამ მსხვერპლზე და აბსოლუტურად განზრახ იღებს ამ ტვირთს, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით ძალიან ბევრ ასე ვთქვათ ევროპელ პარტნიორზე უკეათესად ვიცით ტერორიზმის ფასი და ტერორიზმის საფრთხე. შესაბამისად ავღანეთი გაცილებით უფრო ახლოა საქართველოსთან ვიდრე იმავე ნორვეგიასთან ან ცენტრალურ ევროპასთან ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპასთან ან თუნდაც დასავლეთ ევროპასთან. ავღანეთში თალიბანის, ალქაიდას და სხვა ტერორისტული ძალების გაძლიერება და ხელისუფლებაში მოსვლა კიდევ ერთხელ, იქნება კატასტროფა არა მხოლოდ ავღანეთისთვის არამედ მთელი რეგიონისთვის. ასე რომ ჩვენი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ ვიმეორებ იცავენ ავღანეთში საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების მშვიდ ძილს."

XS
SM
MD
LG