ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიტერორისტული ომი დღესაც გრძელდება

2001 წელს 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, ვაშინგტონმა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა ავღანეთში ალ-ყაიდას წინააღმდეგ ანტიტერორისტული ომი დაიწყეს. ეს ომი დღესაც გრძელდება. ქაბულიდან ომის პერიპეტიებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ფილ იტნერი არკვევდა.

მოჰამედ იასინ ჯანი ხუთი შვილის მამაა. ის ავღანეთში ირანიდან 10 წლის წინ დაბრუნდა. მოკლე ხანში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მოჰამედი ფიქრობდა, რომ მის სამშობლოში მშვიდობა საბოლოდ დაისადგურებდა.

„როდესაც დევნილები ვიყავით ადამიანადაც კი არ გვთვლიდნენ. როცა საცხოვრებლად ქაბულში დავბრუნდით, უსაფრთხოება უკეთეს დონეზე იყო. ჩვენ აქ ლუკმა-პურის შოვნა მაინც შეგვიძლია. ბედნიერები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ღმერთი საბოლოოდ მშვიდობას მოგვიტანს და უკეთესად ვიცხოვრებთ,“ - ამბობს მოჰამედ იასინი.

მისი ქალიშვილები ქაბულის სკოლაში დადიან, რასაც თალიბანის კანონი უკვე აღარ ზღუდავს. ავღანეთის დედაქალაქში უკვე დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ზის.

ქვეყნის რაიონებში ნატოს და ავღანეთის არმიის ნაწილები დგანან. თუმცა, თალიბანი კვლავ დიდი საფრთხეა. ავღანეთი ჯერ მშვიდობისგან შორსაა. სიღარიბე ფართოდ არის გავრცელებული. აქ კორუფცია ჩვეული ამბავია, ოპიუმის წარმოება და ნარკოტრეფიკი კი ცხოვრების წესია. ავღანეთის პარლამენტის წევრი ფავზაი კუფი შიშობს რომ დასავლეთი მის ქვეყანას მიატოვებს და იგივე ვითარება იქნება, რაც 1989 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთიდან ჯარები გაუიყვა, რის შემდეგაც ხელისუფლებაში თალიბანი მოვიდა.

„ჩვენ გვეშინია, რომ ჯარების ნაადრევი გაყვანა ომის დასრულების და მშვიდობის დამყარების გარეშე, ვითარებას იმაზე მეტად გააუარესებს, ვიდრე ეს 1992 წელს იყო,“ - ამბობს პარლამენტის წევრი.

მისი თქმით, მხოლოდ დაუცველობა და ქვეყნის თალიბანიზაცია არ იქნება უარყოფითი შედეგი მხოლოდ ავღანეთისთვის არ იქნება, არამედ ეს დასავლეთისთვისაც ცუდის მომტანი იქნება.

როგორც ცნობილია, ნატო უკვე ამცირებს თავის საბრძოლო როლს ავღანეთში. შეერთებული შტატები ქვეყნიდან ჯარების გაყვანას 2014 წლისთვის გეგმავს. გამოსავალი კი ავღანეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება და თალიბანის გარკვეულ ნაწილთან შერიგების გზების გამონახვაა. თუმცა, ორივე მხარე შერიგების მიღწევას ძალის პოზიციებიდან ცდილობს. მოჰამედ იასინს კი მხოლოდ მშვიდობა სურს, რათა მისმა შვილებმა უკეთეს ავღანეთში იცხოვრონ.

მისი თქმით, თუ ამერიკელები ავღანეთს დატოვებენ, მას და მისნაირებს კვლავ მოუწევთ საკუთარი სამშობლოდან წასვლა, რადგან ავღანეთი კვლავ წლების განმავლობაში აღმოჩნდება ომის ქაოსში ჩართული.

XS
SM
MD
LG