ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა


ავღანეთში არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა
ავღანეთში არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა

ავღანეთის საარჩევნო კომისიამ სექტემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის ერთის გარდა ყველა პროვინციის მონაცემები შედის.

გაზნის პროვინციის შედეგების გამოქვეყნებისგან კომისიამ თავი შეიკავა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დავისა და არსებული სირთულეების გამო.

საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში 18 სექტემბერს ჩატარდა. მას შემდეგ დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის 24 წევრის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება გამოიტანა არჩევნების შედეგების უხეში გაყალებების გამო. ავღანეთის 5.6 ამომრჩევლის ხმიდან კომისიამ დაახლოებით მეოთხედი გააუქმა დაფიქსირებული დარღვევების გამო.

XS
SM
MD
LG