ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკვლელი ამფეთქებლები ავღანეთში შიიტურ მეჩეთს დაესხნენ თავს


აღმოსავლეთ ავღანეთში, ავტომატებით შეიარაღებული ორი თვითმკვლელი ამფეთქებელი ლოცვის დროს ხალხმრავალ მეჩეთში შეიჭრა. დღეს მომხდარ თავდასხმაში მათ სულ ცოტა, 25 მლოცველი მოკლეს და 70 დაჭრეს.

აღმოსავლეთ პაქტიის პოლიციის უფროსმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ თავდამსხმელები პროვინციის დედაქალაქ ღარდეზის მეჩეთში შეიჭრნენ. მათ ბომბების აფეთქებამდე მლოცველებს ტყვიები დაუშინეს.

დაჭრილები ქალაქის ორ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჯერ-ჯერობით, პაკისტანის საზღვართან მდებარე პაქტიაში მოწყობილ სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არავინ აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG