რუსეთის საზღვრიდან ესტონეთის მიმართულებით დაძრულ ტანკს მხოლოდ 3 საათი დასჭირდება იმისთვის, რომ ესტონეთის მინდვრებისა და ტყეების გავლით ტაპას სამხედრო ბაზამდე მიაღწიოს. იქ ოდესღაც საბჭოთა სამხედრო და საჰაერო ძალები იყო განთავსებული, თუმცა ახლა ათასამდე ბრიტანელი და დანიელი ჯარისკაცი, შეიარაღება, ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერიაა განთავსებული.
რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრიანაში შეჭრა გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ნატოს წევრებისთვის და ესტონეთმა მიიღო ჯარების განლაგების გადაწყვეტილება. ეს იყო ნატოს მიერ რუსეთის ქმედებების შესაკავებლად გაძლიერებული ძალისხმევის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ნატო იცავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთის მხრიდან შეჭრისგან.
ნებისმიერი მოძრაობა ესტონეთის საზღვრის სიახლოვეს გამოიწვევს ნატოს ძალების სრულ მობილიზებას ესტონეთის დასაცავად. მსგავსად ამერიკული შეიარაღებისა, რომელიც პოლონეთშია განთავსებული. მსგავსი დანაყოფებია მზადყოფნაში ლატვიასა და ლიეტუვაშიც.
"ჩვენ აქ კოლექტიური თავდაცვის მიზნით ვართ. მაგრამ თუკი საჭირო გახდება მზად ვართ ბრძოლისა და თავდაცვისთვის", - აცხადებს ლეიტენანტ პოლკოვნიკი ჯიმ კენედი. "ესტონელებმა ძალიან დიდი თანხები დახარჯეს მათი თავდაცვის ბიუჯეტის მიღმაც იმისთვის, რომ ნატოს ჯარების ეს განლაგება მიეღოთ. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ ყველაფერი, რაც გვინდოდა. ეს სტრატეგია არის ძალის დემონსტრირება და ჩვენება იმისა, რომ არსებობს მზაობა კოლექტიური თავდაცვის ასამოქმედებლად. მაგრამ ეს ამავე დროს, არის დიალოგი. ჩვენ ყველა სხვის მსგავსად, ველოდებით რა მოხდება ჰელსინკიში", - ამბობს პოლკოვნიკი.
ჰელსინკის სამიტს ტალინში ნერვიულად ელოდებიან.
"რადგან ყოველთვისაა არაპროგნოზირებადი ნაწილები. მონოპოლია რომელიც გარკვეული ხნის წინ პუტინს ეკუთვნოდა. მაგრამ ახლა ის ნამდვილად ეკუთვნის ტრამპს. რუსული მხარის მოლოდინები შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ამერიკული მხრიდან. თუმცა, ისინი ნამდვილად ელოდებიან პროპაგანდულ გამარჯვებას", - ამბობს კალევ სტოიჩესკუ - ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჰელსინკის სამიტის შედეგად შესაძლოა მოსკოვთან ურთიერთობის გადახედვა მოხდეს. თუმცა ბალტიიპირეთის ქვეყნებში ნატოს შეიარაღებულ ძალებს მკაფიო გზავნილი აქვთ: ალიანსი ნებისმიერი შედეგისთვის მზადაა.
Facebook Forum