ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი შეხვედრა შედგა


ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მოვამზადოთ - ეს განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს, ნატოს ბრიუსელის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ შევხვდით საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს და განვიხილეთ მათი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული რუსეთისგან მომავალი საერთო საფრთხეები. შევთანხმდით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე იმისათვის, რომ საქართველო მოვამზადოთ ნატოში გასაწევრიანებლად“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაციის ტექსტი, რომელიც მანამდე გამოქვეყნდა, ამბობს, რომ მოკავშირეები აღიარებენ „რეფორმების კუთხით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და კვლავ უნდა განაგრძოს, რაც ეხმარება საქართველოს წევრობისთვის მომზადების გზაზე და რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს“.

დეკლარაცია აღნიშნავს, რომ „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს საბოლოო წევრობის მოსამზადებლად, მათ შორისაა ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG