ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი აბრამოვიჩის მოკავშირეებს სანქციებს უწესებს


რომან აბრამოვიჩი

ბრიტანეთმა ხუთშაბათს, რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებულ ორ პირს სანქციები დაუწესა, უკრაინაში რუსეთის ომის პასუხად. ლონდონის განცხადებით, მათ აქტივები გაეყინებათ.

სანქციები შეეხო ინგლისის პრემიერ-ლიგის საფეხბურთო გუნდ "ჩელსის" დირექტორს, ეუჯინ ტენენბაუმს და აბრამოვიჩის კიდევ ერთ მოკავშირეს, დავიდ დავიდოვიჩს. დავიდოვიჩზე ასევე გავრცელდა სავიზო აკრძალვა. "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩია.

მილიარდერმა ბიზნესმენმა, აბრამოვიჩმა მის საკუთრებაში მყოფი ორი კომპანია ტენენბაუმსა და დაავიდოვიჩს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს გადაუფორმა. ინფორმაციას სააგენტო, „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყინავს 10 მილიარდის ოდენობის აქტივებს, რომლებიც ამ ორ პირს უკავშირდება. აბრამოვიჩი ერთ-ერთია იმ რამდენიმე რუს ოლიგარქს შორის, რომლებიც ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვდნენ.

აბრამოვიჩი შეეცადა მისთვის სანქციების დაწესებამდე გაეყიდა საფეხბურთო გუნდი "ჩელსი", თუმცა აღნიშნულ პროცესს ის ჩამოაცილეს, მას შემდეგ რაც ბრიტანეთის მთავრობამ მას სანქციები დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG