ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკას აფრთხილებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება


ამერიკელი ჯარისკაცი "სტინგერის" ტიპის რაკეტით რუმინეთში გამართულ წვრთნებზე
ამერიკელი ჯარისკაცი "სტინგერის" ტიპის რაკეტით რუმინეთში გამართულ წვრთნებზე

მოსკოვმა შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები გააფრთხილა, შეწყვიტონ უკრაინის შეიარაღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ყოველივეს "არაპროგნოზირებადი შედეგები" მოჰყვება, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დღეს ამერიკული გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათ ნახეს ფორმალური დიპლომატიური ნოტა, რომელიც რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუგზავნა. მასში ნათქვამია: "მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებადი შდეგების მომტანია როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის".

წერილის მიხედვით, კრემლში ფიქრობენ, რომ ვაშინგტონი არღვევს კონფლიქტურ ზონებში შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებულ წესებს, ნატო კი აფერხებს სამშვიდობო მოლაპარაკებას უკრაინასთან, რათა რეგიონში "სისხლისღვრა გაგრძელდეს". ამ დროისთვის არც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და არც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია.

მიმდინარე კვირაში ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო ტიპის დახმარებას მიაწვდის, რომელშიც მოწინავე შეიარაღებაც შევა. "შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვის საშუალებების მიწოდებას" - ამბობს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG