ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვშია


რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტში.

სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის სახელთან დაკავშირებული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა. მანამდე, თვითმფრინავმა ხანმოკლე შეჩერება სტამბოლში გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ, FLIGHTRADAR24-ის მონაცემებებზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომელიც დაკავშირებულია აბრამოვიჩთან, სტამბოლში ისრაელიდან ორშაბათს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც თავად აბრამოვიჩი, თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში დააფიქსირეს.

აბრამოვიჩი ერთ-ერთია იმ შვიდ მილიარდერს შორის, რომელებიც ბრიტანეთმა გასულ კვირას, სანქცირებლთა სიაში შეიყვანა.

აბრამოვიჩი, რომელიც ასევე ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქეა, ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირებს უარყოფს.

„როიტერის“ მიერ მოპოვებულ ფოტოზე ჩანს, რომ აბრამვიჩი თელ-ავივის აეროპორტის "VIP" ლაუნჯშია.

აბრამოვიჩმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ის საფეხბურთო კლუბს ყიდის. მაგრამ გაყიდვის პროცესი შეჩერებულია, რადგან „ჩელსი“ სპეციალური სამთავრობო ლიცენზიით მუშაობს და პრემიერ ლიგის საბჭომ, კლუბის დირექტორის პოსტიდან, აბრამოვიჩის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

სანქციები და "ნგრევა რუსეთის ფინანსურ სისტემაში" 
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:23 0:00

ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით, „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიტანეთი სანქცირებული ოლიგარქების კუთვნილ ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებს ეძებს.

ბოლო დღეებში, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, რუს ოლიგარქებს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების იახტები ჩამოართვა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG