აფხაზთა 35 ადგილიან ე.წ „პარლამენტში“ , ოკუპირებულ ანკლავში მცხოვრებმა ეთნიკურმა რუსებმა, ერთი "დეპუტატიც" ვერ გაიყვანეს.
სეპარატისტების აღწერის მიხედვით, აფხაზეთში ამჟამად, 22 ათასი ეთნიკური რუსი ცხოვრობს. ბოლო "მოწვევის" (2007-2011) "სახალხო კრებაში" - 26 აფხაზი, 3 სომეხი, 2 ქართველი, ერთი თურქი და 3 რუსი, ე.წ "დეპუტატი" იყო.
2012 წლის უკანონო "არჩევნების" შემდეგ, აფხაზებმა "კრებაში" 31 ადგილი შეავსეს, სომხებს ისევ სამი ადგილი შეხვდათ, ხოლო ოკუპირებული გალის რაიონიდან "კრებაში" ერთი ქართველი შევიდა.
სოხუმში დაბადებული ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი, რომელიც თავად ეთნიკური რუსია, ამბობს:
„არცერთი რუსი არ არის "პარლამენტში". მანამდე რუსებს ან ბაღაფში ქაჩავდა, ან ანქვაბი, ჩემი აზრით ეს ძალიან ცუდი ნიშანია, თუმცა ეს არის რეალობა ქვეყანაში, სადაც რუსულენოვან მოსახლეობას ეფექტური ლობისტები არ ჰყავს. ბევრი არაპროფესიონალი მოხვდა პარლამენტში, ბევრიც პოპულისტიაანტონ კრივენიუკი
„არცერთი რუსი არ არის "პარლამენტში". მანამდე რუსებს ან ბაღაფში ქაჩავდა, ან ანქვაბი, იმიტომ რომ მათ ელექტორალური რესურსი გაცილებით მცირე აქვთ. ღია არჩევნების პირობებში კი, ადმინისტრაციური რესურსი ზემოქმედების გარეშე ვერცერთი კანდიდატი ვერ გავიდა.
ჩემი აზრით ეს ძალიან ცუდი ნიშანია, თუმცა ეს არის რეალობა ქვეყანაში, სადაც რუსულენოვან მოსახლეობას ეფექტური ლობისტები არ ჰყავს. ბევრი არაპროფესიონალი მოხვდა პარლამენტში, ბევრიც პოპულისტია".
2012 წელს, სეპარატისტებს კიდევ უფრო დისკრიმინაციური დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებით დასახლებული ოკუპირებული სამურზაყანოს მიმართ.
გალელთა უმრავლესობას ე.წ "არჩევნებში" მონაწილეობის უფლება, იმ მიზეზით შეეზღუდათ, რომ "აპსნის მოქალაქეები" არ არიან.
შესაბამისად, თუ წინა "კრებაში" ორი ეთნიკური ქართველი იყო, წელს მხოლოდ ბეჟან უბირია "შეუშვეს".
უბირია სოფელ ზემო ბარღებიდან არის, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ამჟამად, მშობლიურ სკოლაში, ე.წ "აფხაზეთის ისტორიას" ასწავლის.
რუსების "კრების" მიღმა დარჩენის გარდა, ახალი "არჩევნები" კიდევ რამდენიმე "სენსაციით" აღინიშნა.
სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ აშუბა, რომელსაც "კრების სპიკერის" თანამდებობა ბოლო 10 წლის მანძილზე ეკავა, მოულოდნელად ოჩამჩირელ ქირურგ გურგულიასთან "დამარცხდა".
ქართველების მოსისხლე მტერი, ომის დამნაშავე, „ბაგრამიანის“ ბატალიონის ყოფილი მეთაური, გალუსტ ტრაპიზონიანი, აფხაზური ტელეკომპანია „აბაზას“ ჟურნალისტმა ლევონ გალუსტიანმა გამოთიშა.
გალში ე.წ "არჩევნები" ასევე მოულოდნელად წააგო, სეპარატისტების ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ, რუსლან ქიშმარიამ, რომელსაც კრიმინალური სამყაროც უჭერდა მხარს.
ომის კიდევ ერთი დამნაშავე ასლან კობახია ოკუპირებულ ანკლავში "პოლიტიკური პარტიების სისუსტეს" კრიმინალის და გვარების ზეწოლით ხსნის.
„ჩვენთან მანდატებს სამწუხაროდ იყოფენ გვარები, ნათესავები, მეგობრები, ამხანაგები. წარმომავლობის, გვარებისა და კლანების მიხედვით ადამიანების არჩევა არ შეიძლება. ვიღაცეები ამბობენ, რომ კრიმინალები ან კრიმინალთან დაკავშირებული ადამიანები ხვდებიან პარლამენტში.ასლან კობახია
„ჩვენთან მანდატებს სამწუხაროდ იყოფენ გვარები, ნათესავები, მეგობრები, ამხანაგები. ეს არის იმის შედეგი რომ ცუდად არის განვითარებული პარტიული სისტემა. წარმომავლობის, გვარებისა და კლანების მიხედვით ადამიანების არჩევა არ შეიძლება.
ვიღაცეები ამბობენ, რომ კრიმინალები ან კრიმინალთან დაკავშირებული ადამიანები ხვდებიან პარლამენტში. ძალიან ცუდი! ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამართალდამცავი სისტემა სუსტია.
მეორეც - ბევრი მიხვდა რომ ჩვენი პარლამენტი ბიზნეს მოედანი გახდა, თუ ეს ბიზნეს მოედანია, იქ კრიმინალიც მივა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წლების მანძილზე საკუთარი პარლამენტი, ბიზნეს მოედნად გადავაქციეთ.“
ახალ "კრებაში" მხოლოდ 7 "დეპუტატი" გავიდა, რომლებიც აფხაზურ ე.წ "პოლიტიკურ პარტიებს" წარმოადგენდნენ. აქედან, "მმართველმა პარტიამ" „ერთიანი აფხაზეთი“ სულ 3 დეპუტატის გაყვანა შეძლო. ოპოზიციურმა - „სახალხო ერთობის ფორუმმა“ კი 4 დეპუტატი გაიყვანა.
ახალ "პარლამენტში" საერთოდ ვერ მოხვდნენ „ეკონომიკური განვითარების" და კომუნისტური პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები, მაშინ როცა წინა "კრებაში" 6 პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმოდგენილი (აითაირა, ამცახარა, „ერთიანი აფხაზეთი“, კომუნისტური პარტია, ეკონომიკური განვითარების პარტია, „სახალხო ერთობის ფორუმი“, რუსული დიასპორების კონგრესი).
აფხაზთა ახალი "კრების" ე.წ "სპიკერის" თანამდებობაზე, "ასარჩევად", ყველაზე მეტ შანსს ქალაქ გაგრის უკანონო ადმინისტრაციის ყოფილ "უფროსს" ვალერი ბგანგას აძლევენ.