ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მეორე ბავშვი გარდაიცვალა


ამერიკის საზღვრის დაცვის სამსახურის მეურვეობაში მყოფი 8 წლის ბავშვის სიკვდილის შემდეგ, ერთ-ერთი კონგრესმენი გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას ითხოვს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ფილიპე გომეზ ალონზო 25 დეკემბერს, ნიუ-მექსიკოში მდებარე საავადმყოფოში შუაღამის შემდეგ გარდაიცვალა.

25 დეკემბერს მშობლიურ გვატემალაში დაკრძალეს 7 წლის გოგონა, რომელიც ასევე ამერიკის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მეურვეობაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

საზღვრის დაცვის აგენტების ინფორმაციით, ორშაბათს მათ ბავშვს “პოტენციური ავადმყოფობის” ნიშნები შეატყეს. ამის შემდეგ ის ნიუ-მექსიკოში, ალამოგორდოში მდებარე საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმმა თქვა, რომ ფილიპე გაციებული იყო. მას სიცხის დასაწევი და გაციების საწინააღმდეგო წამლები გამოუწერა და საავადმყოფოდან გაწერა.

ორშაბათს ფილიპეს ღებინება დაეწყო. ის საავადმყოფოში დააბრუნეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ამ ინციდენტის შემდეგ, საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება ყველა ბავშვს, რომელიც ამჟამად საზღვარზეა დაკავებული, განსაკუთრებით 10 წლამდე ასაკის ბავშვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG