ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში 120 მოთარეშე დააკავეს  - 2005-03-26


ერაყის უშიშროების ძალებმა 120 მოთარეშე დააპატიმრეს. ვარაუდით, ისინი შიიტთა წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდნენ. ერაყის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, რეიდი შაბათს გამთენიისას, ქალაქ კარბალას გარეუბანში მოეწყო. ამოღებულია ტონობით ფეთქებადი მასალა, ასობით ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, და 25 ათასი ვაზნა. ერაყის ძალოვანთა განცხადებით, მოთარეშეებს მომავალი კვირისთვის დაგეგმილი ჰქონდათ თავდასხმა შიიტ მომლოცველებზე, როდესაც ისინი არბაინის რელიგიური დღესასწაულისას ქალაქ კარბალაში ჩავიდოდნენ. ამერიკული სამხედრო კონტინგენტის პრეს-სამსახური იუწყება, რომ დღეს ბაღდადთან, ერთერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე კამიკაძე ტერორისტმა აიფეთქა თავი. დაიღუპა ორი ამერიკელი ჯარისკაცი. არიან დაჭრილები. ამის პარალელურად, ანბარის პროვინციაში მოთარეშეებთან მომხდარი შეტაკებისას 1 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG