ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული პროგრამის ამოცნობაში გაეროს პაკისტანი დაეხმარება - 2005-03-25


პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი აცხადებს, რომ პაკისტანი ფიქრობს გაეროს ატომურ სააგენტოს ბირთვული რეაქტორისთვის საჭირო სპეც-აღჭურვილობის ნაწილები გაუგზავნოს, რომელთა მიხედვით გაერო დაასკვნის ცდილობს თუ არა ირანი საიდუმლო ბირთვული პროგრამის შემუშავებას.

პერვეზ მუშარაფმა ეს განცხადება დღეს, ერთერთი ტელევიზიისთვის ჩაწერილ ინტერვიუში გააკეთა.

“პაკისტანი ცენტრიფუგის ნაწილებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისი თხოვნის საფუძველზე გაუგზავნის, რათა მათი შედარება მოხდეს ირანიდან მიღებულ მსგავს მასალებთან.”

პაკისტანის პრეზიდენტის თანახმად, ეს ზომა საერთაშორისო ატომურ სააგენტოს საშუალებას მისცემს განსაზღვროს არის თუ არა გამდიდრებული ურანი პაკისტანიდან შეტანილი თუ პროგრამას ირანი დამოუკიდებლად ახორციელებს.

XS
SM
MD
LG