ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პრემიერ მინისტრი თანამდებობას ინარჩუნებს - 2005-03-10


ლიბანის პრეზიდენტი ემილ ლაჰუდი პრემიერ მინისტრის პოსტზე ხელახლა ამტკიცებს ომარ კარამის. კარამი ორი კვირის წინ გადადგა, მას შემდეგ რაც ლიბანში მასობრივი მანიფესტაციები დაიწყო ლიბანის პოლიტიკაში სირიის როლის წინააღმდეგ.

დღევანდელი გადაწყვეტილება კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბატონმა ლაჰუდმა კონსულტაციები გამართა პარლამენტარებთან. ლიბანის პარლამენტმა, სადაც სირიის მოკავშირე ჯგუფებს უმრავლესობა აქვთ, მხარი დაუჭირა კარამის ხელახლა დანიშვნას.

პრემიერ მინისტრი, სირიული ორიენტაციის მუსლიმანი პოლიტიკოსია, რომელმაც ხელახლა დანიშვნის შემდეგ ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებისაკენ მოუწოდა პარლამენტარებს და ოპოზიციას, ლიბანის კრიზისისდან გამოყვანის მიზნით, შერიგება სთხოვა.

ეს უკანასკნელი კი რომელსაც არ ჰყავდა თავისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, სირიის დაუყოვნებლივ და სრულ გასვლას ითხოვს ლიბანიდან.

მიმდინარე სამშაბათს სირიამ უკვე დაიწყო 14 ათასი ჯარისკაცის ცენტრალური ლიბანიდან სირიის სასაზღვრო მონაკვეთში რედისლოცირება .

XS
SM
MD
LG