დღეს კიევში ამერიკის მაღალი დონის დელეგაციის წევრები ჩაფრინდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორები ჰილარი ქლინტონი, და ჯონ მაქეინი.
11 წევრიანი დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის სპიკერს შეხვდება. განსახილველ საკითხებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება იქნება.
ცოტა ხნის წინ, როგორც გახსოვთ ამერიკელმა სენატორებმა ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტში მშვიდობის პრემიაზე უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები წარადგინეს.