ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაშინგტონ პოსტი": ბუშის ადმინისტრაციას ჯერ არ აქვს განსაზღვრული ერაყიდან გასვლის ვადები - 2005-01-30


ერაყში, აშშ-ების სამხედრო წარმომადგნელმა განაცხადა, რომ შაბათს ბაღდადში აშშ-ების საელჩოზე სარაკეტო თავდასხმაში მონაწილე შვიდი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს. ამ თავდასხმამ ორი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოთხი დაჭრილია. ეჭვმიტანილები ამერიკელმა ჯარისკაცებმა ბაღდადის სამხრეთ აღმოსავლეთ რაიონში შეიპყრეს, თავდასხმიდან ერთი საათის შემდეგ. მათი გამოსახულება პოლიციის სამეთვალყურეო ვიდეოფირზე იყო აღბეჭდილი. გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” დღევანდელ ნომერში ნათქვამია, რომ ბუშის ადმინისტრაციას ჯერ არ აქვს დაგეგმილი ამერიკელი ჯარისკაცების ერაყიდან გაყვანის ვადები.

XS
SM
MD
LG