გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დონორ ქვეყნებს მიმართა სასწრაფოდ გამოეხმაურონ ცუნამის მსხვერპლთა გასაჭირს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტის მიშელ ბოუმანი იუწყება, ამ კრიზისთან დაკავშირებით ინდონეზიის დედაქალაში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ კოფი ანანმა განაცხადა, რომ დღეისათვის ჰუმანიტარული დახმაროების დონე ოთხ მილიარდ დოლარს აღწევს. აშშ-ების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ,რომ სადამხმარებლო თანხები დონორმა ქვეყნებმა სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამების ხარჯზე არ გაიღონ.დღეს კოლინ პაუელი შრი ლანკას ეწვია. გაეროს გენერალური მდივანი კი აჩეს რეგიონს. როგორც იუწყებიან, დღეისათვის ცუნამისა და მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 153.000-სს მიაღწია.
პოპულარული
1