ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშს გამარჯვება ულოცავენ მსოფლიოს ლიდერები - 2004-11-04


ამერიკის არჩევნების შემდეგ თავიანთი რეაქცია გააკეთეს მსოფლიოს სახელმწიფოების ლიდერებმა: ავსტრალიის პრემირ მინისტრი ჯონ ჰოვარდი, რომელიც ყოველთვის ერაყში ომის დაწყების ერთერთი მთავარი მხარდამჭერი იყო აცხადებს, რომ ბუშის არჩევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამარჯვებაა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა კი განაცხადა, რომ ხელახალი ვადით ამერიკის დღევანდელი პრეზიდნეტის არჩევა კრიტიკული მნიშვნელობის ფაქტია გაორებული, გახლეჩილი მსოფლიოს ფონზე.

ჯორჯ ბუშს მილოცვები გაუგზავნეს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმაც.

განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმაც.

რუსეთის რეაქცია ჯორჯ ბუშის ხელახალი ვადით არჩევის შემდეგ ზოგადად საკმაოდ პოზიტიური იყო, ნაწილობრივ იმიტომაც რომ ვლადიმერ პუტინმა ბუშს ღიად დაუჭირა მხარი საარჩევნო კამპანიაში. პუტინმა აღნიშნა, რომ ბუშის გამარჯვებით ამერიკელებმა დაამტკიცეს რომ ტერორისტების არ ეშინიათ. უფრო ზოგადად კი, რუსებს რესპუბლიკური პარტია ყოველთვის ხიბლავდა დემოკრატებთან შედარებით.

XS
SM
MD
LG