ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ რამსფელდი ბაღდადში ჩადის - 2004-10-10


აშშ თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერაყში პარტიზანებთან ბრძოლისას ამერიკას თავისი ძლიერი ნებისყოფის გამოჩენა მოუწევს.

ამის შესახებ ბატონმა რამსფელდმა ალ-ანბარის პროვინციაში თავისი მოულოდნელი ვიზიტისას განაცხადა. აქ, შაბათს, პარტიზანებთან შეტაკებისას ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა .

ამერიკელ საზღვაო ქვეითებათნ შეხვედრისას დონალდ რამსფელდმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეს შეერთებული შტატების არმიის ჯარისკაცების მებრძოლი სულის და მორალის გატეხვა სურს. აშშ თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ იანვარში ერაყში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ამერიკელ სამხედროებს თავად ერაყელები ამოუდგებიან გვერდში მტერთან ბრძოლაში. ამჟამად, რამსფელდი ბაღდადში იმყოფება, სადაც ის ერაყის პრემიერ-მინისტრს იად ალავის შეხვდება.

XS
SM
MD
LG