<!-- IMAGE -->
მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის შემოღობვის მძიმე სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია „ბრითიშ პეტროლეუმის“ ინჟინრები აგრძელებენ უზარმაზარი კონტეინერის წყალქვეშ ჩაშვების პროცესს. კონტეინერს დაზიანებული ნავთობსადინარი უნდა შეუერთონ, რაც დროებით შეაჩერებს ნავთობის ყურეში ჩაღვრას.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობმომპოვებელი პლატფორმის აფეთქებისა და ჩაძირვის შედეგად ყოველდღიურად წყალში ასობით ათასი ლიტრი პირველადი ნავთობი იღვრება. ნავთობმა უკვე ლუიზიანას შტატის სანაპიროს მიაღწია და საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ ფლორას და ფაუნას.