ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი პაკისტანისგან სპეციფიკურ ინფორმაციას ელის


აშშ-ი პაკისტანისგან სპეციფიკურ ინფორმაციას ელის
აშშ-ი პაკისტანისგან სპეციფიკურ ინფორმაციას ელის
<!-- IMAGE -->

პრეზინდეტი ბარაკ ობამა ნიუ იორკში აფეთქების მცდელობის შესახებ პაკისტანის მთავრობისგან სპეციფიკური ინფორმაციის დადგენას მოელის.
გაზეთ ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ამერიკა და პაკსიტანი ინფორმაციის გაცვლის საჭიროების წინაშე დგანან.
გაზეთის ანონიმი წყარო აცხადებს, რომ პრეზინდეტი ობამა მოთხოვნას დამატებითი ინფორმაციის შესახებ პაკისტანს კვირის ბოლოს გაუგზავნის. თაიმს სქვერზე აფეთქების მცდელობის ავტორი, ფაისალ შაჰზადი ამბობს, რომ ტერაქტისთვის წვრთნას ის პაკისტანში გადიოდა.
ამ დრომდე ნიუ იორკის კენედის სახელობის ხიდი გადაკეტილი იყო. ხიდზე მიტოვებულმა სატვირთო ავტომობილმა სამართალდამცველების ყურადრება მიიქცია. თვითმხილველის თქმით, მძღოლმა მანქანა სწრაფი ნაბიჯით დატოვა. თუმცა უკანასკნელი ინფორმაციით, ავტომობილში აასაფეთქებელი საშუალება აღმოჩენილი არ არის და ხიდი, რომელიც მანჰეტენს, ქუინს და ბრონქსს აკავშირებს გახსნილია.

XS
SM
MD
LG