ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი სამხედრო წვრთნა ირანში


კიდევ ერთი სამხედრო წვრთნა ირანში
კიდევ ერთი სამხედრო წვრთნა ირანში
<!-- IMAGE -->

ირანი სპარსეთის და ომანის ყურეებში კიდევ ერთი სამხედრო წვრთნის ჩატარებას გეგმავს. ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტის სარდალმა ჰაბობოლა საიარიმ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ წვრთნა, რომელშიც მონაწილეობას წყალქვეშა ნავები და სამხედრო ავიაცია მიიღებს ხვალ დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სამი კვირის წინ ირანის რევოლუციის გუშაგთა გვარდიამ სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში სამხედრო წვრთნა ჩაატარა. ასევე დღეს ირანის ფარსის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანის სამხედრო თვითმფრინავებმა ომანის ყურეში მყოფ ამერიკულ ავიამზიდს გადაუფრინეს.

XS
SM
MD
LG