ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდშდი ოპოზიცია მოლაპარაკებებს დასთანხმდა


ტაილანდშდი ოპოზიცია მოლაპარაკებებს დასთანხმდა
ტაილანდშდი ოპოზიცია მოლაპარაკებებს დასთანხმდა
<!-- IMAGE -->

ტაილანდშდი მთავრობის მოწინააღმდეგე „წითელპერანგიანები“ მთავრობასთან შეთანხმებას აპირებენ. დემონსტრანტები ბანგკოკის ქუჩებს ორი თვეა არ ტოვებენ. „წითელპერანგიანთა“ ლიდერებმა მიიღეს პრემიერ-მინისტრ აბჰისიტ ვეჯაჯივას შეთავაზება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 14 ნოემბერს ჩატარების თაობაზე. გუშინ ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნების ნოემბერში ჩატარების სანაცვლოდ „წითელპერანგიანები“ მთავრობასთან შეთანხმების ხუთპუნქტიან გეგმას უნდა დაჰყაბულდნენ:

“ჩვენ მივესალმებით გეგმას. ჩემის აზრით, ბატონი აბჰისიტი გეგმის მეშვეობით ცდილობს მომავალი ფატალური შემთხვევების თავიდან აცილებას. ნაბიჯ-ნაბიჯ მოლაპარაკებების გამართვა კარგ დასაწყისს წარმოადგენს“. ამბობს „წითელპერანგიანთა“ ერთ-ერთი ლიდერი სეან ბოონპრაკონგი. ბატონი აბჰისიტის გეგმა მონარქიის პატივისცემას, ეკონომიკური უსამართლობის პრობლემის მოგვარებას, პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სპეციალური უწყების შექმნას, ბოლო პერიოდში მომხდარი შეტაკებების და ძალადობის გამოძიებას და საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ დებატების მოწყობას ითვალისწინებს.



XS
SM
MD
LG