ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაოისტების საყოველთაო ეროვნული გაფიცვა 


მაოისტების საყოველთაო ეროვნული გაფიცვა 
მაოისტების საყოველთაო ეროვნული გაფიცვა 

<!-- IMAGE -->

ნეპალში უკვე მეორე დღეა რაც ათასობით მაოისტი ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუში ფართომასშტაბიან საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საყოველთაო ეროვნულ გაფიცვას აწყობენ.
დღეს ნეპალში სკოლები, მაღაზიები და სამთავრობო დაწესებულები დახურული იყო, ხოლო ქუჩებში ავტომანქანები არ ჩანდა.

მიღებული ცნობების თანახმად საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად ჯერ-ჯერობით არავინ დაშავებულა.
ნეპალის პრემიერ მინისტრმა მადჰავ კუმარ ნეპალმა განცხადა, რომ იგი გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით დაშინება, ძალადობა და გაფიცვები მთავრობაზე არ იმოქმედებს.

ნეპალის მაოისტების ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა პუშპა კამალ დაჰალმა განაცხადა, რომ ნეპალის მთავრობა უახლოეს დღეებში დაემხობა და იგი პრემიერ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.



XS
SM
MD
LG