ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განუხორციელებელი ტერაქტი ნიუ იორკში


განუხორციელებელი ტერაქტი ნიუ იორკში
<!-- IMAGE -->

ქალაქ ნიუ იორკის ხელისუფლებამ მანჰეტენის ცენტრში გადაკეტილი ცნობილი თაიმს სქვერი მანქანებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის ხელახლა გახსნა.

თაიმს სქუერი რამდენიმე საათით გადაკეტილი და ევაკუირებული იყო მას მერე, რაც შაბათს საღამოს აღმოაჩინეს მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი. პოლიციამ დანაღმული მანქანა დღეს გაიყვანა თაიმს სქუერიდან. ქალაქის მერმა კი მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ აფეთქებას შესაძლებელია დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა.

"მინდა გითხრათ, ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რომ ნიუ იორკელებმა განგაში დროულად ატეხეს, ამასთან ნიუ იორკის პოლიციაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ჩვენ კატასტოფა ავიცილეთ თავიდან’’

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბომბი დეტონაციის პროცესში იყო მაგრამ არ ამოქმედდა. მანქანაში აღმოაჩინეს საათის მექანიზმზე აწყობილი ასაფეთქებელი მასალები: პროპანის ბალონები, ბენზინი და ფოიერვერკი.

სავარაუდოდ მოწყობილობა დილეტანტების მიერ იყო გაკეთებული. ბლუმბერგის განცხადებით, პოლიცია ჯერ ჯერობით არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ იდგა აფეთქების ორგანიზების უკან. მიმდინარეობს სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული მასალის გამოძიება.


XS
SM
MD
LG