6 მაისს ბრიტანელები ახალ მთავრობას აირჩევენ. კანდიდატების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთი და იქ ბრიტანელი სამხედროების ყოფნაა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ვინ არ უნდა გაიმარჯვოს, მან ომში ჩაბმული ქვეყანა უნდა მართოს. დიდმა ბრიტანეთმა, რომელსაც ავღანეთში ათი ათას კაციანი სამხედრო კონტინენტი ჰყავს, დაახლოებით უკვე 300 ჯარისკაცი დაკარგა.
საზოგადოების ორჭოფობის მიუხედავად, სამივე პოლიტიკური პარტია ავღანეთის მისიას გააგრძელებს. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი დარწმუნებულია, რომ ბრიტანელების ავღანეთში ყოფნა სამშობლოს უსაფრთხოებას ემსახურება.
„ჩვენ ნათლად გვესმის, რომ არ უნდა მივცეთ ტერორისტებს უფლება მართონ ტერიტორიები მსოფლიოში, რომელსაც გამოიყენებენ ბაზად დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ტერაქტების მომზადებისთვის.“
აცხადებს გორდონ ბრაუნი.
თუმცა საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, 6 მაისს ბრიტანელები სხვა ხელისუფლებას აირჩევენ, რომელსაც სწრაფად მოუწევს ავღანური სტრატეგიისთვის გადახედვა.
ალექს ნეილი გაერთიანებული სამეფოს უწყებათა ინსტიტუტში აზიურ პროგრამებს ხელმძღვანელობს.
„მე ვფიქრობ, რომ მოხდება ხელახალი ფოკუსირება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს დიდმა ბრიტანეთმა პაკისტანსა და ავღანეთში. თუმცა ამავე დროს დაისმება სერიოზული შეკითხვები უნდა შეინარჩუნოს თუ არა დიდმა ბრიტანეთმა საექსპედიციო ქვეყნის ფუნქცია“
აცხადებს ალექს ნეილი.
სატელევიზიო დებატებმა ბიძგი მისცა ლიბერალ-დემოკრატების კანდიდატს ნიკ კლეგს, რომელსაც აქამდე სერიოზულად არ აფასებდნენ. თუმცა, ის მოახლოებულ არჩევნებში უკვე რუხ კარდინალად განიხილება. ის აცხადებს, რომ ავღანეთის სტრატეგია ან უფრო უნდა გაძლიერდეს ან ახლავე უნდა დასრულდეს.
კლეგი და ლიბერალები აცხადებენ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საკუთარი ბირთვული არსენალი შეიარარებიდან უნდა მოხსნას, თუმცა მისი მეტოქე გორდონ ბრაუნი აცხადებს, რომ ეს ირანის მიმართ არასწორი გზავნილი იქნება. კონსერვატორების კანდიდატიც დევიდ კამერონიც ამავე მოსაზრებას იზიარებს.
„არ წარმოვთქვამ იმავე სიტყვებს თუმცა ვეთანხმები გორდონს. თქვენ ამ გადაწყვეტილების იგნორირება არ შეგიძლიათ. “
განაცხადა კამერონმა.
მოჰამედ ქამაალი სამხედრო ქმედებების და ირანის მიმართ სანქციების დაწესების საწინააღმდეგო კამპანიას ხელმძღვანელობს.
„როდესაც საკითხი ეხება ირანს, სამივე პარტია საერთო ინტერვენციულ პოლიტიკას ემხრობა, პოლიტიკას რომელმაც შედეგად მოიტანა ერაყის ომი, ავღანეთის კამპანია და ომები მსოფლიოს სხვა ნაწილებში. და მე ვფიქრობ, რომ თვით ლიბერალ-დემოკრატებიც კი თავიანთი სახეცვლილი პოზიცის მიუხედავად, ამ პოლიტიკას უჭერენ მხარს“
აცხადებს მოჰამედ ქამაალი.
საერთაშორისო არენაზე ბრიტანეთი ტრადიციულად კუნთების თამაშის პოლიტიკით ამაყოფს. თუმცა, თუკი შიდა ვალის მიხედვით ვიმსჯელებთ, მისი ეკონომიკა არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება.