<!-- IMAGE -->
თეთრი სახლის განცხადებით მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის გამოძიებამდე ახალი ჭაბურღილების მშენებლობა დროებით შეჩერდება.
ტელეკომპანია ეი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში თეთრის სახლის წარმომადგენელმა დევიდ აქსელროდმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტს გულდასმით გამოიძიებენ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ობამამ ახლახან გაუქმა მორატორიუმი, რომელიც შეერთებული შტატების სანაპირო ზოლში ნავთობის მოპოვებაზე იყო დაწესებული.
ზღვაში ჩაღვრილმა ნავთობმა მდინარე მისისიპის დელტას მიაღწია ლუიზიანის შტატში, რომლის გუბერნატორმა საგანგებო მდომარეობა გამოაცხადა.