<!-- IMAGE -->
დღეს ამერიკის სენატში პრეზიდენტი ობამას ფინანსურ რეფორმაზე დებატების დაწყებას კენჭს უყრიან. წამყვანი რესპუბლიკელები დებატების ჩაშლით იმუქრებიან,თუ დემოკრატებთან ერთად ერთი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგიერთ საკითხზე შეთანხმებას არ მიაღწევენ. სენატორი რიჩარდ შელბის განცხადებით,ორივე მხარე მიუახლოვდა საბოლოო შეთანხმებას ,თუმცა რამდენიმე საკითხი ბოლომდე არ არის გარკვეული.
შეგახსენებთ,რომ შელბი სენატში საბანკო,უძრავი ქონებისა და ურბანულ საქმეთა კომიტეტსაც ხელმძღვანელობს.
გასულ ოთხშაბათს კომიტეტმა მიიღო კანონი,რომლის თანახმადაც ბანკებს სამთავრობო დახმარება შეუწყდებათ , კლიენტები კი მწარე ფინანსური გამოცდილებისგან მეტად დაცული იქნებიან.