ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ მინისტრი კომპრომისზე არ მიდის


პრემიერ მინისტრი კომპრომისზე არ მიდის
პრემიერ მინისტრი კომპრომისზე არ მიდის
<!-- IMAGE -->


ტაილანდის მედიის განცხადებით, პრემიერ მინისტრმა აბისიტ ვეჯაჯივამ უარი განაცხადა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ კომპრომისზე, რომ 30 დღის განმავლობაში დაითხოვოს პარლემენტი და ხელმეორე არჩევნები დანიშნოს.

საპროტესტო დემონსტრაციების ლიდერები აცხადებენ, რომ ეშინიათ იმის, რომ პრემიერ მინისტრის ამ განცხადების შემდეგ მთავრობა მათ დასაშლელად ძალას გამოიყენებს.
უკვე რამდენიმე კვირაა ბანკოკში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებმა ქალაქის უმსხვილესი

კომერციული და ტურისტული ცენტრის პარალიზება გამოიწვია.
დემონსტრაციის მონაწილეებმა პარასკევს მოთხოვნები შეამსუბუქეს და პარლამენტის დაუყოვნებელი დათხოვნის ნაცვლად 30 დღიანი ვადა მისცეს პრემიერ მინისტრს. ეგრეთ წოდებულ პითელ პერანგიანებს ვეჯაჯივას თანამდებბიდან გადაყენება და ხელისუფლებაში ყოფილი პრემიერ მინისტრის ტაქსინ შინეავატრას დაბრუნება სურთ.


XS
SM
MD
LG