<!-- IMAGE -->
მაშველების ჯგუფებმა დღეს სამხრეთ კორეის ჩაძირული საბრძოლო გემის მოეორე ნახევარი ამოიღეს ზღვის ფსკერიდან. სამხედრო გემი მარტში აუხსნელი აფეთქების შედეგად ჩაიძირა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან.
მაშველებმა გემის მეორე ნახევარი ამწეების მეშვეობით ამოიღეს წყლიდან. გემის დათვალიერებისას ერთი მეზღვარურის გვამი აღმოაჩინეს, რამაც გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 40-მდე გაზარდა.
1200 ტონიანი საბრძოლო გემი ჩონანი, ბორტზე 104 მეზღვაურით საპატრულო მისიაზე იყო გასული, როცა ის ჩრდილოეთ კორეის საზღვართან აფეთქდა და ჩაიძირა. ეკიპაჟის 58 წევრი გადარჩა და ექვსი ჯერ კიდევ იძებნება.