ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა დოროთი ჰაიტი 


გარდაიცვალა დოროთი ჰაიტი 
გარდაიცვალა დოროთი ჰაიტი 

<!-- IMAGE -->



ახლახანს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების აქტივისტი, შეერთებული შტატების რამდენიმე პრეზიდენტის მრჩეველი და ქველმოქმედი ქალბატონი - დოროთი ჰაიტი.
ჰაიტი ერთერთი გამორჩეული სახე იყო ამერიკის სამოქალაქო მოძრაობაში და თავად ქმნიდა ისტორიას შავკანიანთა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
დოროთი ჰაიტის თქმით,მას ბავშვობიდანვე უყვარდა ადამიანების დახმარება .დაიბადა და გაიზარდა პენსელვანიის მყუდრო ქალაქ რანკინში.იყო წარჩინებული მოწაფე.

ჰაიტის განსაკუთრებული ნიჭიერება მაშინ დადასტურდა,როცა ორატორულ კონკურსზე სპეციალური პრიზი აიღო და უნივერსიტეტში ოთხწლიანი უფასო სწავლებით დაჯილდოვდა.

"როცა ბერნარდ კოლეჯში მიმიღეს ბედნიერი ვიყავი.მაგრამ უნივერსიტეტში მისვლის შემდეგ ჩარიცხვაზე უარი მითხრეს.ამის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელეს,რომ არ იცოდნენ,რომ შავკანიანი ვიყავი და ზანგი სტუდენტებისთვის განკუთვნილი კვოტები უკვე არარ ჰქონდათ. ასე გამომისტუმრეს უკან“

ბოლოსდაბოლოს დოროთი ჰეიტი ნიუ იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.დაუღალავი შრომითა და უძილო ღამეებით შეძლო ,რომ ოთხ წელიწადში ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება მიეღო.სწავლის მერე შავკანიანი ქალების ეროვნულ საბჭოში დაიწყო მუშაობა ,სადაც ცოტა ხანში ამ ორგანიზაციის სადავეები ჩააბარეს ხელში .ჰაიტი ასევე ქალთა საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის ელეონორა რუზველტის მრჩევლადაც მუშაობდა.

აღსანიშნავია,რომ დოროთი ჰაიტი მარტინ ლუთერ კინგს 15წლის ასაკში შეხვდა პირველად,თუმცა ათი წლის შემდეგ მათი გზები კვლავ გადაიკვეთა და გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ჰაიტი და კინგი ერთმანეთის გვერდიგვერდ სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ედგნენ სათავეში.

მიუხედავად იმისა,რომ 60იან წლებში ამერიკის შეერთბულ შტატებში სეგრეგაციის პერიოდი წარსულს ჩაბარდა ,ჰეიტს თანასწორობისთვის ბრძოლა მაინც არ შეუწვეტია.

„როცა უკან ვიყურები, ვხედავ,რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდი , ვცდილობდი სხვების ცხოვრება გამეუმჯობესებინა და ამისათვის ძალას არ ვიშურებდი. ეს ხომ ერთდერთი საშუალებაა იმასათვის,რომ საკუთარი დანიშნულება გაიაზრო და შემდეგ იმ მიზანს ემსახურო.

დოროთი ჰაიტის ამერიკელები,როგორ დოქტორ ჰაიტს ისე იცნობდნენ.მას ცხოვრების მანძილლზე 21 ღირსების ჯილოდ მიენიჭა და ამერიკელების ყველაზე საპატიო ჯილდოთი პრეზიდენტის თავისუფლების ორდენით დაასაჩუქრეს.

90წლის ასაკში დოროთი ჰაიტს ჰკითხეს პენსიაზე გასვლას თუ აპირებდა,რაზედაც მან გაბედულად უპასუხა:

„შესაძლოა ამ თანადებობიდან გადავდგე,მაგრამ სამოქალაქო სამართალისთვის ბრძოლას არასდროს მივატოვებო“


XS
SM
MD
LG