ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო დაპირებები კონფლიქტის ზონისთვის


წინასაარჩევნო დაპირებები კონფლიქტის ზონისთვის
წინასაარჩევნო დაპირებები კონფლიქტის ზონისთვის

<!-- IMAGE -->

ცხინვალის მიმდებარე ქართული სოფლების მცხოვრებთათვის დღეები ერთმანეთს ჰგავს, ისმის ყოველდღიური გასროლის ხმები და შეძლებისდაგვარად მუშავდება მიწა, რომელიც ოკუპაციას გადაურჩა. მცირეოდენი გამოცოცხლება აქ წინასაარჩევნო კამპანიის და ოდნავ მეტი, არჩევნების დროს ოგრძნობა. აქაურებისგან ხშირად მოისმენთ, რომ კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებს მხოლოდ არჩვენების დროს იხსენებენ. არჩვენებიდან არჩევნებამდე ჩვეულებრივი რუტინა არ ირღვევა, ომს თუ არ ჩავთვლით. სროლის ხმებიც კი რუტინის ნაწილად იქცა. ამიტომ დავინტერესდით, რას სთავაზობენ აქ მცხოვრებ ადამიანებს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ, ან თუ აქვთ ვიზიტები კონფლიქტის ზონებში საერთოდ. ამის შესახებ ამერიკის ხმისთვის თავად პარტიის წარმომდგენლები საუბრობენ.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი ზვიად ხმალაძე ამბობს, რომ ისინი ბუფერული ზონის მცხოვრებლებს რამე განსაკუთრებულს არ სთავაზობენ და როგორც ზოგადად სოფლის მცხოვრებლებს, მათაც ხარისხიანი ხილის მოყვანაში დახმარებას პირდებიან, რაც კომუნისტური პერიოდის შემდეგ ფერმერებისთვის უფასოდ არავის შეუთავაზებია. ბატონი ზვიადის აზრით, ეს გაზრდის ადგილობრივი პროდუქციის ხვედრით წილს ბაზარზე.

ქრისტიან–დემოკრატები ფიქრობენ, რომ პრობლემები ბევრია, თუმცა მათი გადაწყვეტა ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ მოხერხდება. ზურაბ როსებაშვილი ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენელი გორში ამბობს, რომ პრიორიტეტული მაინც ხილის მოყვანასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაა.

ნოღაიდელის „ეროვნულ საბჭოს" გორში მამუკა კობერიძე წამოდგენს, იგი ამბობს, რომ მართალია კონფლიაქტის ზონაში წინასაარჩევნო კამპანია მათ ბლოკს ჯერ არ დაუწყია, მაგრამ, რეიტინგი მაღალი აქვთ. წინასაარჩევნოდ მათი ძირითადი მესიჯი წარმოადგენს გარანტიის მიცემას მოსახლეობისთვის, რომ ომი აღარ იქნება. „ალიანსი საქართველოსთვის" რესპუბლიკური ფრთის წარმომადგენელი დავით რაზმაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ზონის სოფლების მცხოვრებთა უკმაყოფილების მიზეზი ხშირად ხდება შესული ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილების საკითხი, რაც დღემდე ვერ მოწესრიგდა და ამ ნიადაგზე ხშირია კონფლიქტი თვითონ მოსახლეობას შორის. დავით რაზმაძე ამბობს, რომ გამარჯევების შემთხვევაში, ისინი ამ კუთხით სიტუაციას გამოასწორებენ. გარდა ამისა, იგი აცხადებს, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობის დასაქმების საკთხის გადაჭრა. კონკრეტული შეთავაზებების პაკეტზე მუშაობა რესპუბლიკურ პარტიას არ დაუსრულებია.

XS
SM
MD
LG