ევროპული ავიახაზები ითხოვენ ფრენების აღდგენას, მას შემდეგ რაც ჩატარდა ვულკანურ ღრუბლებში საცდელი ფრენები.
ჰოლანდიის ავიაკომპანიამ KLM-მა კვირას განახორციელა ფრენა ამსტერდამიდან დუსელდორფამდე 3000 მეტრ სიმაღლეზე. ფრენის მსვლელობისას ავიალაინერს დაბრკოლებები არ შექმნია .
თავის მხრივ ავიაკომპანია ლუფტჰანზამ ფრანკფურტიდან მიუნხენამდე 10 საცდელი ფრენა ჩაატარა. ფრენების შემდეგ ისპექციამ დაადგინა, რომ თვითმფრინავებს არანაირი დაზიანებები არ მოსვლიათ. აირ ბერლინის თავკაცმა კი გააკრიტიკა ფრენების შეზღუდავა .
იმის გამო რომ შეზღუდვები კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე გაკეთდა და შესაბამისად არ მოხდა სწორი გაანგარიშება იმისა, თუ რამდენი ვულკანური ფერფლია ჰაერში.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათიდან მოყოლებული ფრენები შეჩერებულია ავროპის მრავალ ქვეყანაში , ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გამოყოფილი ღრუბლის გამო.