ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში სწავლის მსურველთათვის


შეერთებულ შტატებში სწავლის მსურველთათვის
შეერთებულ შტატებში სწავლის მსურველთათვის

<!-- IMAGE -->

უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის სურვილი აქვთ, დაფინანსების მოპოვება ან კონკრეტული სასწავლებლისგან, დამსაქმებლისგან ან საკუთარი ქვეყნის მთავობისგან უწევთ.

თუ თვალყურს ადევნებთ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებას, მაშინ გეცოდინებათ, რომ ახლახანს პრეზიდნეტმა ობამამ ხელი ჯანდაცვის რეფორმის კანონს მოაწერა.მაგრამ ორიდან ერთი კანონი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, ცვლის სტუდენტთა ფედერალურ სესხთა პროგრამას.

ეს ცვლილებები პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ დაფინანსება, პირდაპირ განათლების დეპარტამენტიდან უდნა მოდიოდეს. დეპარტამენტი თავის მხრივ, უკვე ამზადებს ფედერალური გრანტიების მქონე სესხებს ამერიკის მოქალაქეთა და მუდმივ მცხოვრებთათვის.


მაგრამ 1993 წლიდან, ის სტუდენტების დაფინანსების უფელბას კერძო გამსესხებლებსაც აძლევდა. მაგრამ 1 ივლისიდან ნებისმიერი სესხი პირდაპირ განათლების დეპარტამენტის მეშვეობით გაიცემა.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი კანონის მიხედვით მთავრობა 10 წელიწადში 61 მილიანდი დოლარის დანაზოგს ნახავს. გეგმა გულისხობს, ამ თანხის რაც შეიძლება მეტი სტუდენტის დაფინანსებაში დახარჯვას. თანხის ნახევარი გადაირიცხება იმ სკოლების ანგარიშზე, რომლებიც ტრადიციულად უმცირესობებისთვის არის და ასევე მოხმარდება 2 წლიან საზოგადოებრივ კოლეჯებს.

დევიდ ბეიმე ამერიკის საზოგადოებრივ კოლეჯთა ასოციაციის პრეზინდეტის მოადგილეა. მისი თქმით, უმაღლეს განათლების სისტემაში ამ კანონისგან ყველა სარგებელს მოელის.
ახალი კანონის მიხედვით, მცირდება ის 15 პროცენტიანი გადასახადი, რომელიც თითოეულ მსესხებელს წლის განმავლობაში საკუთარი შემოსავლიდნა უნდა გადაეხადა. და ყველაზე ვრცელი გადახდის პერიოდი, 25 წლამდე შემცირდება. 25 წლის შემდეგ ნებისმერი ვალი ნაპატიები იქნება. 10 წლის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი საზოგადოებრივ სამსახურში იწყებს მუშაობას.

კანონის ოპოზიციონერმა რესპუბლიკელებმა კანონს მთავრობის მიერ კერძო სექტორისთვის სარგებლის ჩამორთმევის წარუმატებელი ცდა უწოდეს. სხვა კრიტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ ფინანსურ სამსახურებს დაახლოებით 30.000 ადამინის დათხოვა მოუწევთ.
განათლების დეპატრამენტის ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლების 4 წლიან კურს დამთავრებულთა ორი მესამედი გასულ წელს საშუალოდ 23 ათასი დოლარის ოდენობის სტუდენტური სესხით სარგებლობდა.



XS
SM
MD
LG