ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამომრჩეველთა სიების დილემა


ამომრჩეველთა სიების დილემა
ამომრჩეველთა სიების დილემა

<!-- IMAGE -->


საქართველოში ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აკეთებდა, დასრულდა. მონიტორინგის შედეგები მათ მიერ ცესკოში უკვე წარდგენილია.

გორში, იქ, სადაც დევნილების არაერთი კომპაქტური ჩასახლება არსებობს, ამომრჩეველთა სიებს რამდენიმე პარტია ამოწმებდა, მათ შორის „ალიანსი საქართველოსთვის“ და "ნოღაიდელის ეროვნული საბჭო“. ისინი დღეს იმ დარღვევების შესახებ საუბრობენ, რომლებიც მონიტორინგის პროცესში აღმოაჩინეს.

იოსებ ბორცვაძე, „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გორში ამბობს, რომ მათ მხოლოდ სამი უბნის გადამოწმება მოახერხეს და აღმოაჩინეს, რომ ცდომილება ფიქსირებულსა და რეალურს შორის 20 პროცენტია. იგი იმის თაობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და #86 საარჩევნო უბანი გორში ერთ შენობაშია განთავსებული, რაც მისი აზრით, სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.

მაია კიკნაძე ეროვნული საბჭოს წარმომადგენელია, რომელიც უშუალოდ „კარდაკარ შემოვლის“ პრინციპის მიხედვით კამპანიას ხელმძღვანელობდა. იგი ამბობს, რომ მონიტორებმა შემოწმებისას გორში ერთ ქუჩაზე ხუთი ისეთი კვარტალი ვერ აღმოაჩნიეს, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ სიებში ფიქსირდებოდა. იგი ცხადებს, რომ ანალოგიური სიტუაციაა კიდევ რამდენიმე უბანზე. მაია კიკნაძე დევნილების თემასაც ეხება და ამბობს, რომ მათმა უმეტესმა ნაწილმა არ იცის სად იქნება მათი საარჩენო უბანი.

საოლქო საარჩევნო კომისიას გორში გიორგი ხორბალაძე ხელმძღვანელობს. ჩვენთან საუბრისას იგი აცხადებს, რომ პასუხისმგებელია ყველა ქუჩასა და კვარტალზე, რაც კი სიებში შეტანილი და თუ ვინმეს მათ არსებობაში ეჭვი შეაქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქუჩებს კარგად არ ეძებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 30 მაისს ჩატარდება.



XS
SM
MD
LG